სიახლეები

ამერიკელი პროფესორის ლექცია

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, გრეით ბეის კოლეჯის პროფესორი ედუარდ რაუპი ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი პროფესორი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს შეხვდა და მათ ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე, ლიდერობაზე, პატივისცემასა და ქვეყნის სტრატეგიაზე ესაუბრა, ლექციის მსვლელობისას მან მომავალ ოფიცრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობა მათ კარიერული განვითარებაში.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნუკრი გელაშვილი.