სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა პირველ და მეორე კურსელ იუნკერებთან

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის პირველ და მეორე კურსის იუნკერებისთვის აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, თითოეული საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა იუნკერებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა, აქტუალობა, მიზნები და დასაქმების პერსპექტივები გააცნეს.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს იუნკერებისთვის არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას, რათა შემდგომ იუნკერებმა გაცნობიერებულად შეძლონ მომავალი პროფესიის არჩევა.

საბაკალავრო პროგრამების დასრულების შემდეგ იუნკერები იღებენ ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას "ლეიტენანტი".