სიახლეები

სამოქალაქო განათლების კურსი დემოკრატია და მოქალაქეობა

საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES), სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა (CELA) და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ორგანიზებით აკადემიაში გაიმართა სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობა“ ფარგლებში განხორციელებული სტუდენტთა საუკეთესო პროექტების პრეზენტაცია.
ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის საქართველოს პროექტის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ქეთევან მაისურაძემ გახსნეს. 
იუნკერებისა და სტუდენტების მიერ შემუშავებული და განხორციელებული საუკეთესო სამოქალაქო ჩართულობის პროექტების ძირითად მიზანს საკუთარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენს. პროექტების თემატიკა მოიცავს ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: საგზაო უსაფრთხოება, ბულინგი, ბავშვთა უფლებები, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა ახალგაზრდებში, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანთა უფლებები, ხანდაზმულთა პრობლემები და სხვა. 
სტუდენტთა საუკეთესო სამოქალაქო ჩართულობის პროექტების პრეზენტაცია ტარდება პროექტის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება საქართველოში“ (SEP) ფარგლებში, რომელსაც საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს.