სიახლეები

იუნკერების ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის იუნკერები გაცნობითი ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ, სადაც იუნკერები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის, პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვის სამმართველოს უფროსს, ბატონ რევაზ ჩხეიძეს, ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის, ნატო-ს სამმართველოს უფროსს, ქალბატონ თამარ ჭითანავასა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორს, ქალბატონ ნინო ბოლქვაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში სპიკერებმა პრეზენტაციის სახით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქციები, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა მიმოიხილეს. შეხვედრების მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.