სიახლეები

დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები

ეროვნულ თავდაცვის აკადემიას დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

სტუმრებს აკადემიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა და მათ აკადემიის საქმიანობა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებები გააცნეს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა უახლოეს მომავალში ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც დააანონსეს.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.