სიახლეები

მემორანდუმი ლევან მიქელაძის სახელობის კვლევით ინსტიტუტთან

საგარეო საქმეთა სამინისტროში ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.


ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა თინათინ ბრეგვაძემ მოაწერეს. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა შორის რეგულარული ურთიერთობის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. მემორანდუმი ასევე  ითვალისწინებს საგანმანათლებლო და სასწავლო მიმართულებით ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას, სხვადასხვა სასწავლო კურსების, სემინარების, კონფერენციების, სპიკერების პროგრამაში მონაწილეობას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებას, იუნკერებისა და მსმენელების სხვადასხვა სწავლებებში მაქსიმალურ ჩართულობას.