სიახლეები

სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერთა საველე მეცადინეობა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერებს დიდგორის  ქედზე ჩაუტარდათ საველე მეცადინეობა, თემაზე: ,,დიდგორის ბრძოლის ტაქტიკური ანალიზი.

მეცადინეობას ბაკალავრიატის ხელმძღვანელის მოადგილე, ისტორიის აკადემიური დოქტორი, ზურაბ მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა. საველე მეცადინეობაზე განხილულ იქნა დიდგორის ბრძოლის დინამიკა, მოწინააღმდეგე ძალების მიახლოების მარშუტები და დავით აღმაშენებლის ტაქტიკური გადაწყვეტილებები. იუნკერებმა დაათვალიერეს დიდგორის მემორიალი და ბრძოლის ველი.