სიახლეები

კონსტანტინე ჟღენტისა და მიხეილ უკლებას ლექცია იუნკერებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ - სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს აკადემიას კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარები, მიხეილ უკლება და კონსტანტინე ჟღენტი ესტუმრნენ. მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის იუნკერებისთვის ჩაატარეს  ლექცია თემებზე: თანამედროვე დიპლომატიის ისტორია და მოლაპარაკების ტექნიკა.