დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ბატონი რატო ინოკე კუბუაბოლა თანმხლებ პირებთან ერთად.
სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა. უნდა აღინიშნოს, რომ ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოში უწყებათაშორისი ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა და თავად გამოხატა აკადემიაში სტუმრობის სურვილი.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ადმინისტრაციის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა სტუმრებისთვის ჩაატარა ბრიფინგი აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ფიჯის თავდაცვის მინისტრმა, თანმხლებ პირებთან ერთად აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.