29 სექტემბერს, ქ. გორში, ახალი ბაღის ტერიტორიაზე გამართულ მარათონში, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და გორის მუნიციპალიტეტის მიერ იყო ორგანიზებული, მონაწილეობა ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირადმა შემადგენლობამ მიიღო. ღონისძიებაში ასევე ჩართული იყვნენ ადამიანის უფლებების, გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
მარათონზე გარბენში მონაწილეობასთან ერთად აკადემია წარმოდგენილი იყო საინფორმაციო კუთხით, სადაც საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და მიღების პირობებს.
აღნიშნული მარათონი ემსახურებოდა ,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოში ორგანიზაციის და მასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციას.