დღეს, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ მემორანდუმები გააფორმა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრთან (GCSD).
მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ლევან დოლიძემ, ითვალისწინებს მხარეებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე სხვადახვა სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებას.
ამავე ღონისძიების ფარგლებში, დღესვე ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ბოლქვაძემ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებასა და ცენტრის მხარდაჭერას პროექტების განხორციელებაში.