სიახლეები

ნიკოლოზ რთველიაშვილის ლექცია იუნკერებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ - სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, დღეს აკადემიას კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი,  ბატონი ნიკოლოზ რთველიაშვილი ესტუმრა.მან სასწავლო ბატალიონის იუნკერთათვის ლექცია თემაზე ,,მასობრივი განადგურების იარაღი და მასთან დაკავშირებული საკითხები წაიკითხა. სტუმარმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნული თემით საქართველოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ლექციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ბატონმა ნიკოლოზმა იუნკერების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.