დღეს, ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებსა და იუნკერებს შეხვდა. მოწვეული სტუმარი მსმენელებსა და იუნკერებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე ესაუბრა. მან ასევე განიხილა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ახალი თანამშრომლობის საკითხები.