დღეს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ავსტრიის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ერიხ სიმბურგერი და ავსტრიის შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის სკოლის წარმომადგენელი, ვარნერ კერნმალერი.
აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და დასახეს მომავალი გეგმები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აკადემიასა და ავსტრიის მხარეს შორის გამოიკვეთა ახალი საერთო პრიორიტეტები სტუდენტთა გაცვლითი პროგრამისა და კვლევითი სფეროს მიმართულებით, რაზეც მუშაობა უახლოეს დროში დაიწყება.
სტუმრების ვიზიტი აკადემიის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.