სიახლეები

საფრანგეთის ელჩისა და ატაშეს ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, მისი აღმატებულება პასკალ მენიე და საფრანგეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დენი პითი. სტუმრებს    აკადემიის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პირველი კურსის იუნკერებთან, სადაც საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დენი პითმა გააცნო მათ სენ სირის სამხედრო აკადემიის სტრუქტურა და იქ არსებული სასწავლო პროგრამები.

დღესვე ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი დიპლომების (DELF) გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ბატონმა პასკალ მენიემ აკადემიის იუნკერებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს ფრანგული ენის კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

ბატონმა ელჩმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისაუბრა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და სამხედროებს წარმატებები უსურვა.