ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსისა და სამაგისტრო კურსის მსმენელები, დღეს, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
შეხვედრის განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე მსმენელებს ეროვნული ბანკის სტრუქტურის, ისტორიის, ქართული ფულისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ ესაუბრა. მან ასევე განიხილა მონეტარული პოლიტიკა, საგადასახადო სისტემა და არსებული გამოწვევები.