სიახლეები

სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერები პირველი ქვეითი ბრიგადის სასროლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით გადიან ერთკვირიან პრაქტიკულ საველე სწავლებას, რომელიც მოიცავს საერთო საჯარისო ტაქტიკას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და საცეცხლე მომზადებას.

აღნიშნული სწავლების მიზანია იუნკერებმა შეძლონ ათეულის შემადგენლობაში გადაადგილება ათეულის წყობებისა და ხერხების გამოყენებით, სახიფათო ზონების გადალახვა, მარშრუტის შედგენა და სახმელეთო ნავიგაციის განხორციელება. საველე სწავლების დროს იუნკერებს ასევე ჩაუტარდათ სროლის საკვალიფიკაციო სავარჯიშოები.