სიახლეები

ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მეთაურის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი იმყოფებოდა.

აკადემიის ხელმძღვანელობამ ლატვიის დელეგაციას აკადემიის სტრუქტურის, საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და გამოიკვეთა ურთიერთობის ახალი სფეროები. მხარეებმა დასახეს მომავალი გეგმები აკადემიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების კუთხით. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის მეთაურმა, თანმხლებ პირებთან ერთად აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.