სიახლეები

სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის საველე სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის იუნკერებმა ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით გაიარეს პრაქტიკული საველე სწავლება, რომელიც მოიცავდა საერთო საჯარისო ტაქტიკასა და სამხედრო ტოპოგრაფიას.

 

აღნიშნული სწავლების მიზანია იუნკერებმა შეძლონ ათეულის შემადგენლობაში შენობაში შესვლა და ოთახის მოწინააღმდეგისგან გაწმენდა, ასევე ბუნკერის აღება და რუკის დაზუსტება GPS - ის გამოყენებით.