სიახლეები

ამერიკელი მიჩმანები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას  ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო  აკადემიის 3 მიჩმანი ესტუმრა. ამერიკელ სტუმრებს აკადემიის მსმენელებმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მიჩმანებმა ამერიკის საზღვაო აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. მათ ასევე  მოისმინეს აკადემიის მსმენელების ინფორმაცია ქართული სამხედრო საგანმანათლებლო სისტემის შესახებ. შეხვედრას ინტერაქტიული ხასიათი ჰქონდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. 

მოგვიანებით, ამერიკელმა სტუმრებმა  აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ქართველ მსმენელებთან ერთად ისადილეს.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მიჩმანები აკადემიის რექტორს ზურაბ აგლაძეს და  კომენდანტს ვიცე-პოლკოვნკ ნიკოლოზ აგლაძეს შეხვდნენ.