სიახლეები

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი იმყოფებოდა. სტუმარს ეროვნული თვადაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ნინო გეწაძემ უმასპინძლეს.

საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ნინომ სტუმარს აკადემიის საქმიანობის, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამხედრო და სამოქალაქო მიმართულებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში სურვილი გამოთქვა სპიკერების პროგრამაში ჩართვაზე, იუნკერებისთვის ლექციების ჩატარების კუთხით.ვიზიტი აკადემიის ინფრასტრუქტურის დათვალიერებით დასრულდა.