ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიაში სტუმრად ფრანგი კადეტები იმყოფებიან. მათ აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა ნინო გეწაძემ აკადემიის საქმიანობა, საგანმანათლებლო პროგრამები და საქართველოში არსებული სამხედრო განათლების სისტემა გააცნეს.
ოთხკვირიანი სტაჟირების ფარგლებში, სენ-სირის სამხედრო სკოლის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერებთან ერთად გაივლიან ინგლისური და რუსული ენის შემსწავლელ კურსებსა და საველე პრაქტიკულ სწავლებას. მსმენელებმა მოინახულეს სტალინის მუზეუმი, გორის ციხე და ქონდათ ექსკურსია უფლისციხეში. ასევე დაგეგმილია სხვა აკადემიური, სამხედრო და კულტურული ღონისძიებები. კადეტები ესტუმრებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს, ოკუპაციის მუზეუმს, საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს.
მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.