სიახლეები

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის საველე გასვლა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელები ერთკვირიან პრაქტიკულ საველე სწავლებას გადიან.
აღნიშნული საველე გასვლა მოიცავს სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრაქტიკულ სწავლებებს ბუნკერის აღებაში, სანგარში შესვლასა და მისი მოწინააღმდეგისგან გაწმენდაში, ასევე მავთულხლართიანი დაბრკოლებების გარღვევაში. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსთან ერთად საველე სწავლებას გადიან ფრანგი კადეტები, რომლებიც აკადემიაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან.

სწავლების მიზანია საკანდიდატო კურსის მსმენელებმა ათეულის და ოცეულის დონეზე პრაქტიკული შესრულებით დახვეწონ ის საბრძოლო ვარჯიშები, რომელიც შესწავლილი აქვთ თეორიულად.