ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სენ-სირის სამხედრო სკოლის ორი მსმენელის ოთხკვირიანი სტაჟირება დასრულდა. აღნიშნული სტაჟირება დატვირთული იყო როგორც სასწავლო პროცესში ჩართულობით, ასევე სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი აქტივობებით. კადეტებმა სტაჟირების ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერებთან ერთად გაიარეს ინგლისური და რუსული ენის შემსწავლელ კურსები. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსთან ერთად განახორციელეს საველე პრაქტიკულ სწავლება.
კადეტები ასევე სტუმრად იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში, ოკუპაციის მუზეუმში, საჩხერის სამთო მომზადების სკოლასა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში. მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს უწყობს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სენ-სირის სამხედრო სკოლას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთაშორისო მასშტაბით აკადემიის ცნობადობის ამაღლებას.