სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლების ვიზიტი რეგიონებში

2019-2020 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ხაშურის, კასპისა და ქარელის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და მათ აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და გაცვლითი პროგრამები გააცნეს. შეხვედრის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეკითხვები აუდიტორიის მხრიდან ძირითადად ეხებოდა იუნკერთა სწავლების, შიდა და გარე მობილობის, კვებისა და ზოგადად უზრუნველყოფის საკითხებს. საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.