სიახლეები

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო პროექტის ,,INTEGRITY''-ს ფარგლებში 

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (Integrity) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების ანალიზს და სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმო.  შეხვედრას პროექტის კოორდინატორი, ფინანსური მენეჯერი და სხვადასხვა თემატური ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

ევროკავშირის მიერ „ერასმუს პლუსის“ ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის "INTEGRITY"-ის მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. 

პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.