სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება

დღეს, საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ მემორანდუმი გააფორმა სსიპ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან, რომელსაც ხელი მოაწერეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ და სსიპ ტექნოლოგიური ინსტიტუტის დირექტორმა, ბატონმა თეიმურაზ ლომთაძემ. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებას, ასევე სხვადახვა სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებას.