სიახლეები

ლიეტუვა-საქართველოს ერთობლივი სწავლების გახსნა აკადემიაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დაიწყო ერთკვირიანი ლიეტუვა-საქართველოს ერთობლივი  ბრიგადის დონის სამხედრო სწავლება (MAPEX), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ გახსნა.

აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობას საქართველოსა და ლიეტუვის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან ერთად ასევე ლატვიელი, მოლდოველი, უკრაინელი და ესტონელი სამხედროებიც იღებენ.

ლიეტუვა-საქართველოს ერთობლივი სწავლება მოიცავს ლექციებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლის მთავარ მიზანს ერთობლივი ტაქტიკური/ოპერაციული შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.