სიახლეები

თანამშრომლობის დღე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა ღონისძიება ,,თანამშრომლობის დღე,’’რომლის ფარგლებშიც აკადემიას ესტუმრნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები. მოწვეული სტუმრები გაეცნენ აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობას და მიიღეს ინფორმაცია აკადემიაში არსებული საბაკალავრო, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, სამხედრო მიმართულებებისა და სასწავლო პროცესის სპეციფიკის შესახებ, ასევე გაეცნენ სპორტულ და სამხედრო აქტივობებს. სტუმრებს მიესალმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი მამია ბალახაძე. ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილემ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის საქმიანობის შესახებ ვრცლად ისაუბრეს ცენტრის დირექტორმა, ბატონმა გიორგი ვაშაკიძემ და ცენტრის თანამშრომლებმა. შეხვედრა დასრულდა კონცერტით აკადემიის იუნკერთა ბენდის მონაწილეობით.