საფრანგეთის 27-ე სამთო ქვეითი ბრიგადის გენერალი პიერ-ჟოზეფ ჟივღი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. პიერ-ჟოზეფ ჟივღი დელეგაციის წევრებთან ერთად აკადემიის რექტორს, ბრიგადის გენერალ მალხაზ მაკარაძეს შეხვდა და მას რექტორის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ბრიგადის გენერალმა სტუმრებს აკადემიის სტრუქტურა და სასწავლო პროცესის სპეციფიკა გააცნო.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები.