ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით მიიღებიან: 
1 -  სტუდენტები რომლებსაც 2019 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი;
2 - რომელთა მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) და არ არსებობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 24 დეკემბრის №360 ბრძანებით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უარის თქმის საფუძველი;
3 - რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge  და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:
 
✔ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა - 30 მისაღები ადგილი
✔ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 30 მისაღები ადგილი
✔ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი
 
სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადაა 2019 წლის 31 ივლისიდან 21 აგვისტოს 18:00 სთ-მდე; 
 
საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 12 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 577 19 35 96; 595 05 24 89.                                                                                                                   
კანდიდატების შესარჩევი ტური ჩატარდება 2019 წლის 19 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით (შესარჩევი ღონისძიებების განრიგი კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე დაზუსტდება მოგვიანებით)
კანდიდატების შერჩევა განხორციელდება  4 კომპონენტის შესაბამისად:
- სამედიცინო შემოწმება;
 
- ფიზიკური შესაბამისობის ტესტირება (წოლბჯენიდან აზიდვა, მუცლის პრესი, რბენა 3200 მ.);
 
- ფსიქოლოგიური შერჩევა;
 
- გასაუბრება.
 
შერჩეული პირები, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული კრედიტების მიუხედევად, ჩაირიცხებიან ბაკალავრიატის პირველ კურსზე (არ მოხდება არსებული კრედიტების აღიარება).
- ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
 
- საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს 10-წლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი".
 
- კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროფილის სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.
 
 
 
საბუთების ნუსხა:
- განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
 
- ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
 
- დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
 
- პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
 
- ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
 
- დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან/სასწავლებლიდან. დედანი და ასლი) - 2 ეგზ.
 
- ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
 
- შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
 
- ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და–ძმა) – 2 ეგზ.
 
- ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
 
- მართვის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
 
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა დედანი და ასლი) - 2.
 
- ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანოსი–დიფტერია. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
 
- ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
 
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
 
- ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
 
- შრომის წიგნაკის (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
 
- მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
 
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
 
- 6 ცალი ფოტოსურათი 3X4–ზე
 
- CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით - 1 ცალი.
 
- მუყაოს საქაღალდე - 2 ცალი.
 
შენიშვნა: კანდიდატი წინა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილ სტუდენტის პირად საქმეს წარმოადგენს მოგვიანებით.