სიახლეები

მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სსიპ - საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს ერთობლივი პროექტების შემუშავებას, სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, აკადემიის პირადი შემადგენლობისა და იუნკერების ჩართვას მუზეუმის არქეოლოგიურ საველე სამუშაოებში.