ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერებმა მიმდინარე წლის 21 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით გაიარეს საველე პრაქტიკული მეცადინეობა დაბა მუხროვანის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული სწავლების მიზანია იუნკერებმა შეძლონ სხვადასხვა რელიეფის და ვითარების შესაბამისად დაგეგმონ და განახორციელონ ჩასაფრების, რეიდის და საპატრულო ბაზის დაკავების ოპერაციები, ასევე განსაზღვრონ საკუთარი ადგილმდებარეობა რუკაზე.