ეროვნული თავდაცვის აკადემია უკვე მეორედ მასპინძლობს საზაფხულო სკოლას ,,ჩემი სამყარო'', რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, აკადემიასა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
დღეს, საზაფხულო სკოლის პირველი ნაკადი გახსნა პროექტის კოორდინატორმა, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ. მონაწილეებს მიესალმნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე, ბატონი რამაზ კვარაცხელია და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, ქალბატონი ეკა მეტრეველი.
მოლოდინებისა და შარშანდელი გამოცდილების შესახებ ისაუბრა პროექტის ყველაზე უმცროსმა მონაწილემ გურამ მღებრიშვილმა.