მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საზაფხულო სკოლის მეორე ეტაპის გახსნის ღონისძიება გაიმართა. მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მალხაზ მაკარაძე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი დავით მიქელაძე, რონდელის ფონდის წარმომადგენლები, ბატონი გიორგი ბადრიძე და ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი. საზაფხულო სკოლა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეებისთვის პროექტის მიმდინარეობა საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იქნება, ისინი ჩართული იქნებიან სხვადასხვა სახის სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და შემეცნებით კონკურსებში.