საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობას შეიარაღებული ძალების 22 წლის იუბილე მიულოცა.
საზეიმო ცერემონიაზე აკადემიის მე-2 სასწავლო კურსის მსმენელებმა პრეზენტაცია ჩაატარეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსება და განვითარება“.
აკადემიის რექტორმა პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მილოცვა გადასცა და თავად მიულოცა მათ პროფესიული დღე.
ღონისძიების ბოლოს, შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით: „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის 12 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვეს.