ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2019-2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და აკადემიის შიდა ტურების წარმატებით გავლის შემდეგ, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული იუნკერებისთვის დაიწყო საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი.
კურსის მიზანია აკადემიაში ჩარიცხული იუნკერების ფიზიკური ამტანობის, სტრესულ სიტუაციაში ემოციური მდგრადობისა და ბაზისური სამხედრო უნარების განვითარება, მასში სამხედრო დისციპლინის ჩამოყალიბება და არსებული გამოწვევებისთვის მომზადება. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10 კვირას, რომლის გავლის შემდეგ იუნკერები დადებენ სამხედრო ფიცს.
აღნიშნულ კურსს ასევე გადიან ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელები.