სიახლეები

შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები აკადემიაში

შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 7 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით (Advanced Course in War Study) სამუშაო-სასწავლო ვიზიტით აკადემიაში იმყოფებოდნენ შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ვიზიტი ასევე მოიცავდა გაცნობითი სახის შეხვედრებსა და შემეცნებით აქტივობებს აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო პროგრამის იუნკერებთან

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ შვედეთის თავდაცის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერს, ევა სკოგ ჰალსუმს უმასპინძლა. ​ ​