სიახლეები

აკადემიის საკალათბურთო გუნდის გამარჯვება

დღეს, დასრულდა ტურნირი კალათბურთში, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკალათბურთო გუნდმა პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. გუნდის წევრები მედლებითა და თასით დაჯილდოვდნენ. აკადემიაში დაბრუნებულ გამარჯვებულ გუნდს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.