სიახლეები

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლები აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 23 ნოემბერს სტუმრად საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სტუმრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში  პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის ახალი პუბლიკაციების პრეზენტაცია გაიმართა თემაზე ,,რეჩპოსპოლიტას ფრთების ქვეშ, ქართველების ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 წლებში''. ღონისძიება ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი იყო. ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორებმა, აკადემიის იუნკერებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექცია, ხოლო ღონისძიების დასასრულს აკადემიის სამუზეუმო სივრცეში  ,, პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრებისადმი (1921-1939) მიძღვნილი'' გამოფენა გაიხსნა