სიახლეები

პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ გადასცა. ბრიგადის გენერალმა მათ ერთგული და საამაყო სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებში გამართულ სპორტულ შეჯიბრში ,,გორგასლიანი''- გამარჯვებულ აკადემიის  გუნდებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი და მედლები გადაეცათ.​ ცერემონია აკადემიაში პირად შემადგენლობასთან ჩატარებულ სპორტულ შეჯიბრებებსა და ინტელექტუალურ თამაშში ,,რა? სად? როდის?'' გამარჯვებულთა დაჯილდოებით გაგრძელდა.

ღონისძიება რეკრეაციის ცენტრში გაგრძელდა, სადაც ბრიგადის გენერალმა, 2019 წლის განმავლობაში პირნათლად შესრულებული სამსახურეობრივი საქმიანობისთვის, უზრუნველყოფის სამსახურის საყოფაცხოვრებო მომსახურების ჯგუფს მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.