სიახლეები

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები საქართველოს პარლამეტში

მიმდინარე წლის 13 იანვარს განხორციელდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელების გაცნობითი სახის ვიზიტი საქართველოს პარლამეტში. მსმენელები შეხვდნენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი სესიაშვილს და მიიღეს დეტალური ინფორმაცია კომიტეტის მუშაობის შესახებ. შეხვედრამ ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა, მსმენელები გაეცნენ პარლამენტის ისტორიას, ისაუბრეს კანონის განხილვისა და მიღების წესებზე, ნდობის ჯგუფის საქმიანობასა და ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციებზე.