ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელებთან სტუმრად ნატოს სამეკავშირეო ოფისის სამხედრო ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი იმყოფებოდა.
შეხვედრის განმავლობაში პოლკოვნიკმა ბაგდონასმა ალიანსის სარდლობის სტრუქტურულ ასპექტებზე ისაუბრა. ლექციის ბოლოს გაიმართა ღია დისკუსია ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და წევრობის პერსპექტივების შესახებ.