სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო კონფერენცია „ცოდნას მივყავართ გამარჯვებამდე“ გაიმართა.  კონფერენცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის პირველმა მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ.

სამეცნიერო კონფერენცია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში იუნკერების ცნობიერების ამაღლებასა და მათი მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად. კონფერენციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

კონფერენციის დასასრულს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ევროპის უნივერსიტეტსა და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ „ალტერბრიჯთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო კონფერენციები მომავალშიც რეგულარულად გაიმართება.