სიახლეები

ქალთა დღე ეროვნული თავდაცვის აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ ქალთა პერსონალსა და იუნკერ გოგონებს მიულოცა აღნიშნული დღესასწაულები, უსურვა ჯანმრთელობა და წარმატება პირად ცხოვრებაში. მილოცვის შემდეგ დამსწრე ქალბატონებს ყვავილების თაიგულები გადასცეს.