სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემია სწავლების დისტანციურ ფორმაზე გადავიდა 

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პლატფორმა - Ilias გამოიყენება, სადაც სასწავლო მასალა (ელექტრონული წიგნები, საკითხავები, პრეზენტაციები და .ა.შ) იტვირთება. გარდა ამისა, "ეთა" სარგებლობს zoom-ის ვიდეო კონფერენციების აპლიკაციით, რაც ლექციების დისტანციურად ჩატარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული აპლიკაცია აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ონლაინ სწავლების სრულყოფილად და სტანდარტების შესაბამისად გაგრძელების მიზნით, პროფესორ-მასწავლებლებს გავლილი აქვთ ტრენინგები, ხოლო იუნკერებს, რომლებიც აკადემიაში ჩარიცხვის დღიდან უზრუნველყოფილნი არიან თანამედროვე ნოუთბუქებით, შეუფერხებლად მიეწოდებათ ინტერნეტი.