ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით მიიღებიან:
1 - სტუდენტები რომლებსაც 2020 წელს არ უსრულდებათ 24 და მეტი წელი;
2 - რომელთა მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
3 - რომლებიც დარეგისტრირდნენ მობილობის წესით ჩასარიცხი პირების ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge და რეგისტრაციისას აირჩიეს აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები:
✔ მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა - 30 მისაღები ადგილი
✔ ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა - 30 მისაღები ადგილი
✔ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი
სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადაა 2020 წლის 31 ივლისიდან 19 აგვისტოს 18:00 სთ-მდე;
საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 17 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებია: 577 39 01 94; 2 30 52 85.
კანდიდატების შესარჩევი ტური ჩატარდება 2020 წლის 17 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით (შესარჩევი ღონისძიებების განრიგი კანდიდატების რაოდენობიდან გამომდინარე დაზუსტდება მოგვიანებით და სტუდენტს ეცნობება პირადად ან ტელეფონზე)
კანდიდატების შერჩევა განხორციელდება 3 კომპონენტის შესაბამისად:
- ფიზიკური შესაბამისობის ტესტირება (წოლბჯენიდან აზიდვა, მუცლის პრესი, რბენა 3200 მ.);
- ფსიქოლოგიური შერჩევა;
- სამედიცინო შემოწმება.
შერჩეული პირები, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მიღებული კრედიტების მიუხედევად, ჩაირიცხებიან ბაკალავრიატის პირველ კურსზე (არ მოხდება არსებული კრედიტების აღიარება).
- ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
- საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს 10-წლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი".
- კურსდამთავრებულები დასაქმდებიან საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის უსაფრთხოებისა და სამხედრო პროფილის სხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.
საბუთების ნუსხა:
- განცხადება (შეავსებთ აკადემიის მიმღებ კომისიაში)
- ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი) – 2 ეგზ.
- დაბადების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
- პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
- ზოგადი განათლების მოწმობა (დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
- არსებობის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დიპლომის დედანი და ასლი - 3 ეგზ.
- დახასიათება ბოლო საქმიანობის ადგილიდან (სკოლიდან/სასწავლებლიდან. დედანი და ასლი) - 2 ეგზ.
- ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
- შვილების დაბადების მოწმობის ასლები – 2 ეგზ. (არსებობის შემთხვევაში)
- ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები (მშობლები, მეუღლე, შვილები, და–ძმა) – 2 ეგზ.
- ოჯახის წევრების გარდაცვალების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
- მართვის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 3 ეგზ.
- ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა დედანი და ასლი) - 2.
- ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი, დიფტერია. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სახელმწიფო გასაცემლების შესახებ (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში. დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- მიღებული სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ეგზ.
- სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა (დედანი და ასლი) – 2 ეგზ.
- 6 ცალი ფოტოსურათი 3X4–ზე
- CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით - 1 ცალი.
- მუყაოს საქაღალდე - 2 ცალი.
- სტუდენტის აკადემიური მოსწრების ბარათი - 1 ცალი.
შენიშვნა: კანდიდატი წინა უმაღლეს სასწავლებელში შექმნილ სტუდენტის პირად საქმეს წარმოადგენს მოგვიანებით.