სიახლეები

სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში

2020 წლის 12 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტარდება სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია ,,გლობალური - რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის ძალები''. 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია კონფერენცია ონლაინ ფორმატში ჩატარდეს.