2020 წლის 10 დეკემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტარდება საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ,,უნივერსიტეტთაშორისი სტუდენტური კონფერენცია 2020 წლის აქტუალურ საკითხებზე''.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კონფერენცია ონლაინ ფორმატში ჩატარდება.