ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პლაგიატთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მესამე და მეოთხე კურსის იუნკერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე იუნკერები გაეცნენ პლაგიატის კონცეფციას, აკადემიური ნაშრომის სწორად შესრულების პრინციპებსა და Turnitin- ის პროგრამის მუშაობის სპეციფიკას.